Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - ნაკი

 
 

Перевод с грузинского языка ნაკი на русский

ნაკი

Ср. ნაკის დღე, ნაკიანი წელიწადი

ნაკლების შესასრულებელი (ვეფხისტ. 796), високос, високосный день или год. წელიწადსა აქუს 365 დღე და 6 ჯამი. ოთხს წელიწადს 6 ჟამი შეიქმნება 24, ანუ 1 დღე. ამის გამო მეოთხეს წელიწადსა აქუს 366 დღე მომატებული. ესე დაერთვის ფებერვალსა და მაშინ 28 დღის მაგიერ, შეიქმნების 29 დღე ფებერვლისა. ამას ეწოდება ნაკი. ამგუარი აღრისხუა დღეთა წელიწდისათა დაწესებულს არს გამოძიებითა ძველთა ასტრონომოსთათა უწინარეს ვიდრე ქრისტეს შობადმდე და ამისვე აღრიცხჳსაებრ პირველსა შინა მსოფლიოსა კრებასა ნიკიისასა 325 წელსა ქრისტესით დამტკიცებულ არს დღესასწაულობა პასეკისა შემდგომად გაზაფხულის დღეღამის გასწორებისა, რომელიცა პირველთა შინა საუკუნეთა იქმნებოდა 21 მარტსა (და სეკდემბრის 23 (იხილე ქართულს დაბეჭდილს ჟამნში შესწავება საკითხავისა 23 სეკდემბერს) ), ხოლო ვინათგან შემდგომადითა გამოძიებითა უახლესთა ასტრონომოსთათა შემეცნებულ არს, ვითარმედ წელიწადსა აქუს 365 დღე და არა სრული 6 ჟამი, არამედ ნაკლები 12 ანუ 15 მინუტითა, ესრეთ რომელ ასოთხსა წელიწადსა შინა ეს ნაკლები მინუტები შეიქმნების მრთელი დღე, ამად ნიკიის კრებითგან ვიდრე აქამომდე 1500 წელიწადსა შინა 12 დღე ნაკისა მეტი მოსულა და ამის გამო დღეღამის გასწორება ნაცულად 21 მარტისა, იქმნების 9. მიზეზითა ამით დასავლეთის ეკლესიასა გამოურიცხავს 12 დღე სათვალავთაგან თთვეთასა და 12 დღით წინ აღრიცხვენ იგინი დღეთა. ამას ეწოდების ახალი შტილი, ხოლო ძველი შტილი კუალადცა უპყრიეს ეკლესიასა აღმოსავლეთისასა, სომეხთა, ნესტორიანთა და სხ. (იხილე Словотолкователь: Грегорианский календарь).

Рейтинг статьи:
Комментарии:

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины